პროექტის პრეზენტაციები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთეთ კომენტარები. ვისწავლეთ ინტერნეტიდან რესურსების მოძიება და სურათების გადმოწერა საავტორო უფლებების დაცვით, მოვახდინეთ აღრიცხვა.
დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა. ვისწავლეთ სლაიდშოუს გამოქვეყნება.
შევადგინეთ პროექტის გეგმაში შეფასების გეგმა.
განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. ძირითადი საფეხურები პრეზენტაციის სახით.
წარმოვადგინეთ POWERPOINT-ში ჩვენი თემა. ვისწავლეთ დიზაინის, ანიმაციის, ეფექტის დადება.
ტრეინინგი იყო საინტერესო და სასარგებლო.
მესამე დღე ძალიან საინტერესო იყო. შევარჩიე სტანდარტი გეგმისთვის. პროექტში შევიტანე შედეგები და მიზნები. განვიხილე სამი ტიპის შეკითხვა: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. ვისწავლე დრაივში ატვირთვა, სამუშაო რეჟიმში გადაყვანა. გაზიარება.